ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის მოწვევით, 1 ნოემბერს უნივერსიტეტს წამყვანი კომპანიების წარმომადგენელები ეწვევიან. ამით, ხელი შეეწყობა უნივერსიტეტის სტუდენტების კარიერულ წინსვლას და დასაქმების პერსპექტივას. სტუდენდებს და კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ შრომით ბაზარს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლებისგან.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია: სამედიცინო კორპორაცია ევექსი, ჯეოსელი, ალდაგი, ირაო, GPI ჰოლდინგი, იმედი L, BDO, გუდვილი, PSP ჯგუფი, არდი, თიბისი, ლიბერთი ბანკი, GWP, სს „მიკრპო ბიზნეს კაპიტალი“, ტურისტული კომპანია გასა, სპარი, კრედო, ACT, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, Avon.
თარიღი: 01.11.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 519
დრო: 11:00 – 18:00